სიახლეები

          • გასვლითი ღონისძიება ძველ თბილისში

          • მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტურისტული კომპანია დი ჯი ელ ტურის მიერ ორგანიზებულ ტურზე. მათ მოინახულეს ძველი თბილისის ქუჩები, ნახეს ქალაქის გალავანი, ერეკლეს მოედანი, ძველი ქარვასლა, მეიდანი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი და ქართული იარაღის მუზეუმი, რომლის დირექტორმაც ბავშვებს მოუწყო ვიქტორინა

            საბრძოლო თემაზე და გამარჯვებულიც გამოვავლინეთ. საბოლოოდ, დღემ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შევთანხმდით, რომ ასეთ გასვლით ღონისძიებებს ხშირად მოვაწყობდით.

          • დედამიწის დღე

          • 22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის დღე აღინიშნება. საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვირეულის ფარგლებში ჩვენც შევუერთდით ამ მნიშვნელოვან თარიღს, ჩავატარეთ ღია გაკვეთილი"გავუფრთხილდეთ ბუნებას" .

          • დედაენის დღე

          • ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კვირეულის ფარგლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, მოამზადეს პროექტები. ისინი უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით საუბრობდნენ ქართული დამწერლობის ისტორიაზე. ხოლო მერვეკლასელები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ. მათ ისაუბრეს საყვარელ მწერლებზე, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ისაუბრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, დიდი ექვთიმეს მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ.

          • 14 აპრილი დედა ენის დღეა

          • 14 აპრილი დედა ენის დღეა.

            ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში პირველკლასელებმა ეს დღე დედა ენის ძეგლთან აღნიშნეს.

            მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ისაუბრეს დედა ენის როლსა და.მნიშვნელობაზე.

          • 9 აპრილი

          • ქართული ენისა და საზოგადროებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში მერვეკლასელებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი

          • ჩვენი მოსწავლის წარმატება

          • ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, მარიამ ჯაღიაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროკავშირის ინსტიტუციების მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამით. ეწვია ნატოს შტაბბინას, ევროპის პარლამენტს, ევროსაბჭოს. ევროპის კონსულს.

          • მეორე კლასელების შემოქმედება

          • პაულ კლეეს,ალექსანდრ კანდელისა და იაოი კუსამას კოპლების სამყაროთი მოხიბლულმა ჩვენმა საყვარელმა მეორე კლასელებმა მათი შემოქმედების მიხედვით გააკეთეს თოჯინები.მოიფიქრეს სცენარი და თოჯინების თეატრიც მოაწყეს.

          • spelling bees

          • მე-8 კლასში ჩატარდა 'spelling bees' პირველი ტური,რომელშიც გაიმარჯვა თორნიკე ვაშაძემ. ფინალურ ტურს 23 მარტს უმასპინძლებს ევროპული სკოლა. 

          • ვიზიტი ავტომუზეუმში

          • ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ავტომუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო უიშვიათესი ექსპონატები. ანტიკვარულმა მანქანებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე, ალბათ, დიდხანს გაჰყვებათ ეს დადებითი ემოცია.

          • წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

          • მსოფლიოში კარგად ცნობილ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მილიონობით ადამიანის სულისკვეთებას დიდი ხალისით უერთდებიან ჩვენი II და III კლასის მოსწავლეები. ისინი ეხმიანებიან საერთო სლოგანს: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! "

            ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

            მათ, და მათ შორის ჩვენს პატარებსაც, სურთ შეიტანონ წვლილი წიგნის კითხვის პოპულარუზაციაში

          • პროექტი აფხაზეთზე

          • ,,და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,

            გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,

            მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,

            რაც ჩემი ნებით არ დამითმია."

            ოთარ ჭილაძე

            მერვე კლასში შოთა ნიშნიანიძის ლექს ,,აფხაზური კანტატას" შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი აფხაზეთზე. მათ მოიძიეს ადამიანები, ვინც უშუალოდ იყვნენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების თვითმხილველნი. გვიამბეს მათ შესახებ, მათ მიერ მოყოლილი ამბებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს უახლესი ისტორიის მტკივნეული ფურცლები.

            #აფხაზეთისაქართველოა

          • პროექტები ბრბოს ფსიქოლოგიაზე

          • მერვეკლასელებმა ქართულის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტები ბრბოს ფსიქოლოგიაზე. ისაუბრეს განსხვავებული ადამიანების ბედზე საზოგადოებაში. პარალელები გაავლეს ტატოს ,,მერანთან" და ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონთან"

          • #ვზრუნავმიუსაფარზე

          • როგორც იცით, ჩვენი ბავშვები მონაწილეობდნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტში #ვზრუნავმიუსაფარზე. ბევრი მოწონება და გაზიარებაც დავაგროვეთ, უამრავმა ადამიანმა გაიცნო ჩვენი კეთილი მოსწავლეები და შედეგად საჩუქრებიც მივიღეთ - სახლი ჩვენ მიერ გადარჩენილი ცუგასთვის და საკვები სიკეთე გადამდებია ,,ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ იმათზე, ვინც მოვიშინაურეთ"