ჩვენ შესახებ
მისია
შპს ,,წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის" მისიაა ჩამოვაყალიბოთ უსაფრთხო, დამხმარე და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა წარმოაჩინოს თავისი ინდივიდუალობა, გამოიმუშაოს კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა მოემზადონ წარმატებისთვის სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ხედვა
სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა აქტიური და მრავალფეროვანი სასწავლო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, კრეატიულობისა და უნარების განვითარებას, შთააგონებს მოსწავლეებს, მიიღონ გამოწვევები და შეიტანონ პოზიტიური წვლილი საზოგადოებაში.
ღირებულებები
შპს წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის ღირებულებებია გუნდურობა/თანამშრომლობა;
პატივისცემა;
კრეატიულობა;
კეთილდღეობა;
კანონმორჩილება;
პატრიოტიზმი;
ტოლერანტობა;
უსაფრთხოება