სიახლეები
ლაშქრობა ბირთვისის კანიონზე
ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
დიაგნოსტიკური წერა
საბაზო-საშუალო საფეხურზე სადიაგნოსტიკო წერა ჩატარდა
ექსკურსია მცხეთასა და შიომღვიმში
მეორეკლასელების ექსკურსია მცხეთასა და შიომღვიმში
ბავშვებმა ძალიან ბევრი იხალისეს და დადებითი ემოციებით დამუხტულნი დაბრუნდენ. დღე მეტად ხალისიანად წარიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ჩვენმა მოსწავლეებმა ასე აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
დაე, ყველა ბავშვი იყოს ლაღი და ბედნიერი
პირველი სასწავლო წლის დასასრული
მეგობრობა წმ. ბარბარეს სკოლაში
უცხო ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში დღეს ჩატარდა ღონისძიება ინგლისურ ენაში.
თემა : მეგობრობა.
კლასი : მე-3.
პედაგოგი : ნათია ედიბერიძე.
გაზაფხულის ზეიმი
დაწყებითისა და ესთეტიკის კვირეულის ფარგლებში მეორე კლასში ჩატარდა ღონისძიება-"გაზაფხულის ზეიმი".
კრილოვის ბიოგრაფია და შემოქმედება
უცხო ენების კვირეულის ფარგლებში დღეს VII-VIII კლასის მოსწავლეებმა კრილოვის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისეუბრეს. მათ რუსულ და ქართულ ენებზე წაგვიკითხეს მისი იგავ-არაკები
მსოფლიოს ცნობილი მხატვრები და მათი შემოქმედება
უცხო ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "მსოფლიოს ცნობილი მხატვრები და მათი შემოქმედება". IX - X კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, ნინო დოღონაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს ცნობილი მხატვრების ცხოვრებისა და მათი მოღვაწეობის შესახებ, ასევე განიხილეს მათი ნამუშევრები.
პრეზენტაციის ბოლოს კი მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ქვიზში. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კონკია
უცხო ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ,,კონკია"
საბერძნეთის ღირსშესანიშნაობები
უცხო ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "საბერძნეთის ღირსშესანიშნაობები". VIII კლასის მოსწავლეებმა ბერძნული ენის მასწავლებლის ნათია წიკლაურის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია საბერძნეთის დედაქალაქ ათენის და კუნძულ კერკირას სანახაობრივი და ტურისტული ადგილების შესახებ.
ტვინების ბრძოლის შესარჩევი ტურნირი
წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლაში ტვინების ბრძოლის შესარჩევი ტურნირი გაიმართა. პირველ ასაკობრივ კატეგორიში პირველი ადგილი მეხუთე კლასმა, მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მერვე კლასმა, ხოლო მესამე ასაკობრივ კატეგორიაში მეცხრე კლასმა დაიკავა
ქიმიის საათი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება „ქიმიის საათი”.VIII-XI კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები.დამსწრე აუდიტორიას აუხსნეს ექსპერიმენტების არსი. ყველა ექსპერიმენტი იყო უსაფრთხო და სკოლის პროგრამასთან შესაბამისი. ქიმიის სწავლების მოტივაციის ამაღლების მიზნით ღონისძიებას ესწრებოდნენ უმცროს კლასელები,
პროექტი ფიზიკაში
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის კვირეულის ფარგლებში მერვე კლასმა წამოადგინა პროექტის პრეზენტაცია ფიზიკაში
სკოლის საყვარელი მასწავლებელი
სკოლის საძირკველიცა და მყარი კედლებიც მასწავლებელია. მასწავლებელი წერს სკოლის ისტორიას და მასწავლებელი ზრდის საუკეთესო თაობას. სკოლაში ფარული კენჭისყრით საყვარელი მასწავლებელი მოსწავლეთა უმრავლესობამ ხმების 75% პროცენტით აირჩია. ქალბატონი თამილა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის არის სიყვარულის, სიკეთის, პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის მაგალითი. საყვარელი მასწავლებელი დაწყებით საფეხურზეც აირჩიეს მოსწავლეებმა. პატარებმა თამარ შპეტიშვილი დაასახელეს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის კვირეული
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის კვირეულის ფარგლებში დღეს მერვე კლასში ბიოლოგიის პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა . პროექტის თემა ,,საკვები ნივთიერებები. ჯანსაღი კვება" პრეზენტაციის შემდეგ სახალისო ვოქტორინაც გაიმართა
მათემატიკის კვირეული
საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის კვირეულის ფარგლებში მათემატიკური ვიქტორინა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა. დაძაბული ბრძოლის შედეგად დამაჯერებელი გამარჯვება მერვეკლასელებმა მოიპოვეს
წიგნის საერთაშორისო დღე
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. რამდენიმე წელია საქართველოში ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება სლოგანით #აჩუქეწიგნი . მერვეკლასელებმა წელსაც აჩუქეს ერთმანეთს საყვარელი წიგნები
მათემატიკური ვიქტორინა
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში დაწყებით კლასებში დღეს მათემატიკური ვოქტორინა გაიმართა. საინტერესო და დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული მე-6 კლასის გუნდი გახდა
სიახლეების არქივი